суббота, 26 марта 2016 г.

ფასილიტატორი








   მასწავლებლის პროფესიული განვითარების    ფ ა ს ი ლ ი ტ ა ტ ო რ ი ს   დანიშნულებაა თითოეული მასწავლებლის ინდივიდუალური საჭიროებების გამოვლენა, გაანალიზება, ამ სპეციფიკური  საჭიროებების გათვალისწინებით მის პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა და ამ გზით, სკოლაში ზოგადი პროფესიული დონის ამაღლება. რა თქმა უნდა, ფასილიტატორის, ისევე, როგორც სქემაში ჩართული ყველა პირის, საბოლოო მიზანი მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებაა.


                    ფასილიტატორის ფუნქციები:

  • მასწავლებლის დახმარება ინდივიდუალურ პროფესიულ საქმიანობათა დადგენაში
  • მასწავლებლის დახმარება პროფესიული განვითარების ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შედგენაში
  • მონაწილეობა მასწავლებლის შეფასების ჯგუფის საქმიანობაში

ფასილიტატორის შერჩევა ხდება ორი ნიშნით -პროფესიული და პიროვნული მახასიათებლების მიხედვით.

პროფესიული მახასიათებლები:
  • მაღალ დონეზე ფლობს საგნობრივ ცოდნას
  • იცნობს და პრაქტიკაში იყენებს თანამედროვე პედაგოგიურ მიდგომებს (სწავლა-სწავლება, შეფასება, სასწავლო გარემო)
  • მუდმივად ორიენტირებულია საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე
  • აქვს მაღალი პროფესიული მოტივაცია და შეუძლია სხვათა მოტივაციის ამაღლება
  • მის მოსწავლეებს აქვთ მაღალი აკადემიური მიღწევები
  • ზრუნავს სკოლის განვითარებაზე
  • შეუძლია მუშაობა კულტურულად მრავალფეროვან გარემოში
  • აქვს ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • ფლობს საინფორმაციო ტექნოლოგიებს
  • იცნობს და შეუძლია გამოიყენოს სსსმ მოსწავლეებთან მუშაობის სტრატეგიები


პიროვნული მახასიათებლები:


  • არის სამართლიანი
  • იზიარებს გუნდური მუსაობის პრინციპებს
  • აქვს ლიდერის თვისებები
  • არის კოლეგიალური
  • აქვს კარგი ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარი

    

                  


გზავნილი მასწავლებელს:









,,მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რამხელა რესურსი გაქვს. თუ არ იცი როგორ გამოიყენო ის, საკმარისი არასოდეს იქნება!"