თვითშეფასება განმავითარებელი შეფასების ტიპია, რომლის ფარგლებში ადამიანი აკეთებს რეფლექსიას, აფასებს თავისივე მუშაობის პროცესს. იგი გამოავლენს საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებს და მუშაობის პროცესში ცვლილებები სწორედ ამ რეფლექსიისა და ანალიზის საფუძველზე შეაქვს. პროფესიონალს სხვებისგან სწორედ ის გამოარჩევს, რომ მისი პრაქტიკა არის სწორი თვითშეფასების შედეგი.
ეფექტური რესურსი
Øუნდა
შესაბამებოდეს გაკვეთილის მიზანს - დაეხმაროს მასწავლებელს დასახული შედეგების მიღწევაში;
Øუნდა
დააინტერესოს მოსწავლე;
Øუნდა
უზრუნველყოს მოსწავლეთა
ჩართულობა;
Øუნდა
იძლეოდეს უნარების
კომპლექსურად
განვითარების
საშუალებას;
Øუნდა მისდევდეს
გარკვეულ სქემას და იყოს თანამიმდევრული;
Øუნდა წაახალისოს
მოსწავლეები ჩაუღრმავდნენ საკითხს, გააანალიზონ, შეხედონ მას სხვადასხვა კუთხიდან,
დაადგინონ კანონზომიერებები;
Øუნდა ერთვოდეს
მკაფიო და მოსწავლეებისთვის
ადვილად გასაგები
ინსტრუქცია, მიწოდებული
ადეკვატური ენით;
Øრესურსი
უნდა
ემყარებოდეს სანდო წყაროებს.
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სასწავლო რესურსი
üრესურსს
უნდა
ახლდეს რეფლექსია, რომელშიც ახსნილი იქნება, თუ რა მიზნით შექმნა მასწავლებელმა
ის, როგორ
გამოიყენა
სასწავლო პროცესში და რა შედეგს
მიაღწია მოსწავლეებთან მისი
გამოყენებით.
üსაგანამანათლებლო
ვებ-გვერდი
უნდა იყოს საავტორო. მასზე განთავსებული უნდა იყოს
ავტორის მიერ შექმნილი მასალა, არა მხოლოდ ის რესურსები, რომლებიც
მასწავლებელს
აქვს ან ჰქონდა
წარდგენილი კრედიტქულების
მოსაპოვებლად.
სხვის მიერ შექმნილ რესურსებზე მითითებული უნდა იყოს წყარო/ავტორი.
üყველა
ტიპის თვალსაჩინოება უნდა იყოს ორიგინალური, არ უნდა იყოს ერთჯერადი გამოყენების
და უნდა
დაეხმაროს მასწავლებელს
მოსწავლეზე
ორიენტირებული
სასწავლო პროცესის წარმართვაში.
üრესურსს
უნდა ახლდეს
შესაბამისი
ინსტრუქცია, რომელიც შესაძლებელს გახდის მის გამოყენებას სხვა მასწავლებლების
მიერ.
იმ
სასწავლო რესურსს, რომლის გამოყენებაც შესაძლოა შეიცავდეს ფიზიკურ
საფრთხეს,
უნდა ახლდეს უსაფრთხოების მკაფიო ინსტრუქცია.
სასწავლო რესურსის შექმნის დამადასტურებელი
დოკუმენტაცია
ელექტრონული რესურსები - ვებგვერდის მისამართი, რომელზეც განთავსებულია ელექტრონული რესურსი / ბმული.
თვალსაჩინოება - თვალსაჩინოების ამსახველი ფოტომასალა; სასწავლო პროცესში მისი დანიშნულების დასაბუთება (რეფლექსია)
რესურსი არ შეფასდება, თუ ავტორი:
• არ
იცავს
ინტელექტუალურ უსაფრთხოებას: ინფორმაცია არ არის სანდო; ინფორმაცია
ეწინააღმდეგება
ადამიანის ფუნდამენტურ ღირებულებებს;
• არ
იცავს
საავტორო უფლებებს (არის პლაგიატი);
• წარმოადგენს
იმ
აქტივობებს, რომლებიც უკვე შეფასდა 2011-2014 წლების „მასწავლებლის
პროფესიული
განვითარების სქემის“ ფარგლებში;
• წარმოადგენს
„მასწავლებელის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და
კარიერული წინსვლის სქემის“ ამოქმედებამდე შექმნილ რესურსებს. გამონაკლისს
წარმოადგენს
ამჟამად მოქმედი გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო.
Комментариев нет:
Отправить комментарий